ხშირად დასმული კითხვები

Landing page [ინგლ. – დაშვების გვერდი]. მოკლედ რომ ვთქვათ – ეს არის ვებ-გვერდი, სადაც მიზნობრივი ვიზიტორები შემოდიან. Landing page – ეს არის ავტონომიური ერთგვერდიანი საიტი, რომლის ძირითად ამოცანასაც მიზნობრივი აუდიტორიის საკონტაქტო მონაცემების შეგროვება წარმოადგენს. ასევე, ის გამოიყენება ეფექტური სარეკლამო კამპანიის, აუდიტორიის გაზრდის, კლიენტების ძებნის, სეგმენტაციისა და რაც მთავარია, გაყიდვისთვის. როგორც წესი, Landing page-ზე განთავსებულია ინფორმაცია პროდუქტის ან მომსახურების შესახებ და ახდენს მათი საუკეთესო მხარეების პრეზენტირებას.

   სხვა ვებსაიტებთან შედარებით, Landing Page-ით შეგიძლიათ 20-30% კონვერსიას მიაღწიოთ.
   ეფექტური Landing Page კომპანიისთვის უზრუნველყოფს მიზნობრივი კლიენტების შემოდინებას, ზრდის კონვერსიას და კონკურენტულ უპირატესობას.
   მრავალგვერდიანი ვებ-რესურსებისგან განსხვავებით, რომლებზეც უამრავი ინფორმაციაა განთავსებული, Landing Page მომხმარებელს აძლევს მხოლოდ იმას, რაც მოცემულ მომენტშია აუცილებელი მისთვის.
   Landing Page-ის ეფექტურობა სწორედ იმაშია, რომ ის ფოკუსირებულია ერთ საკვანძო წინადადებაზე, სიღრმისეულად შლის მთავარ სარგებელს და ახდენს მომხმარებლის სტიმულირებას თანამშრომლობაზე.

   თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება წარმოდგენილია ინტერნეტში და მითუმეტეს, თუ სარგებლობთ ინტერნეტ რეკლამით, მაშინ Landing page აუცილებლად დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში.
   Landing page-ის სწორად შექმნისა და ჩაშვების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ ნაკლები დანახარჯით მეტი შეკვეთის მიღებას.

   დიახ. ვებ-გვერდის ამ სახეობის გამოყენება ნებისმიერი სახის ბიზნესს შეუძლია.
   ჩვენთან შეკვეთის შემთხვევაში – თქვენ შეძლებთ, მომავალში აქციოთ ის მრავალგვერდიან კორპორატიულ ვებ-გვერდად.

   Landing Page არ გამოგადგებათ, თუ თქვენ გაქვთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ინტერნეტმაღაზია „შეფუთვის“ ელემენტებით, სადაც წარმოდგენილია როგორც თქვენი პროდუქტების ასორტიმენტი, ისე თავად კომპანია ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო ასპექტით.
   ასევე, Landing Page არ გამოგადგებათ, თუ ძალიან რთული და ძვირადღირებული პროდუქტი გაქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კორპორატიული საიტი „შეფუთვის“ ელემენტებით, სადაც თქვენი პრემიუმ მომხმარებელი გარკვეული ფასეულობის სანაცვლოდ შემოგყავთ ბაზაში. ის ეცნობა ისტორიას, თქვენი კომპანიის მისიას, იღებს დაპირებულ ფასეულობას, რა გზითაც ხდება მისი „დათბობა“ და შემდგომ აცნობთ თქვენს კომერციულ წინადადებას.

   ძირითადი წყაროები: კონტექსტური რეკლამა ინტერნეტში [Google Adwords], SEO ოპტიმიზაცია, SMM – სოციალური მედია მარკეტინგი [Facebook, Instagram, Linkedin, Youtube], რეკლამა თემატურ ბლოგებსა და საიტებზე და ა.შ.
   ასევე, შეგიძლიათ თქვენი ბმულები განათავსოთ e-mail დაგზავნებში, სავიზიტო ბარათებზე, ბილბორდებზე და ა.შ.

ჩვენი საკვანძო კომპეტენციაა – ავტომატიზებული გაყიდვის სისტემის შექმნა, სადაც ეფექტური სარეკლამო კამპანიები და კონვერსიული საიტები მთავარ ინტრუმენტებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ვცდილობთ, ყველაფერი მივიყვანოთ სრულყოფილებამდე. გამოცდილებისა და სამუშაოს ეფექტურად ორგანიზების ხარჯზე, ჩვენი გუნდი პროფესიონალურად ქმნის ვებ-რესურსებს და ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ბიზნესისთვის. ეს საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ დაბალი და ხელმისაწვდომი ფასები.

მოგეხსენებათ, ჩვენ თავად გახლავართ ბიზნესმენები და 2008 წლიდან ვმოღვაწეობთ ბაზარზე. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ხაზი წარმოადგენს ბიზნეს-კონსალტინგს, ანუ მოქმედ და დამწყებ ბიზნესმენებს ვეხმარებით ავტომატიზებული გაყიდვების სისტემების შექმნაში. შესაბამისად, ჩვენი და ჩვენი კლიენტების საქმიანობების 99% ინტერნეტშია და წლების მანძილზე, ვებ-დეველოპმენტის მომსახურება სანთლით საძებარი იყო როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი კლიენტებისთვის. ბაზარზე გამეფებულმა არაპროფესიონალიზმმა და აქედან გამომდინარე, მიღებულმა თავის ტკივილმა იმდენად შეგვაწუხა, რომ გადავწყვიტეთ თავად შეგვექმნა ვებ-სტუდია… ესეც LandingPay.Ge-ს შექმნის ისტორია. ჰოდა,  ვმუშაობთ ხელშეკრულებით, ვიძლევით იურიდიულ გარანტიას ვალდებულების შესრულებაზე, მორჩილად ვიხდით გადასახადებს, ვზრუნავთ და ვაფასებთ საკუთარ რეპუტაციას. შტატში გვყავს მაღალი დონის პროფესიონალები ოფიციალური ხელფასებით, რომლებიც ექსკლუზიური ვებ-გვერდების შექმნაზე ხარჯავენ სამუშაო დროის ასობით საათს.

ჩვენი მომხმარებლები არიან – ორგანიზაციები, ბიზნესმენები და მენეჯერები მთელი მსოფლიოდან. ეს ადამიანები ვებ-გვერდის შემუშავებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს უყურებენ არა როგორც ხარჯს, არამედ – როგორც ინვესტიციას. თუ ჩვენი ფასები ძვირად გეჩვენებათ, შესაძლოა, ჯერ არ დაფიქრებულხართ, თუ რა უკუგებას მოუტანს თქვენ მიერ ინვესტირებული თანხა და ჩვენ მიერ ინვესტირებული დრო თქვენს ბიზნესს, ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ ხარისხსა და უპირატესობათა იმ ნუსხას, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ.

ამასთან, გადახდა იყოფა 2 ეტაპად: 50% წინასწარ და 50% პროექტის ჩაბარების შემდეგ. ეს თქვენ საშუალებას გაძლევთ შეამსუბუქოთ ფინანსური დაწოლა, ჩვენთვის კი გარანტიაა ხარისხიანად შევასრულოთ ჩვენი საყვარელი საქმე.