რა არის LANDINGPAY.GE და რატომ გადავწყვიტეთ მისი შექმნა?​

LandingPay.Ge – ეს არის მედია-ჰოლდინგ ინტელექტიკა“-ს შვილობილი კომპანია. 

თუ მნიშვნელობას განვმარტავთ, თვითონ LandingPay.Ge არაფერს ნიშნავს. იდეა კი წამოვიდა სიტყვიდან Landing Page [ინგლისურიდან – დაშვების გვერდი]. საერთო ჯამში, Landing Page – ეს არის ერთგვერდიანი, გამყიდველი საიტი.

თუმცა, ჩვენი პროექტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, ერთგვერდიანი გამყიდველი საიტი.

ვიდრე ამომწურავად ვუპასუხებდე თუ რა არის LandingPay.Ge, მინდა პატარა ისტორიით დავიწყო.

როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, LandingPay.Ge – ეს არის მედია-ჰოლდინგ „ინტელექტიკა“-ს შვილობილი კომპანია, ყველაფერი კი სწორედ „ინტელექტიკა“-დან დაიწყო.

ამ ეტაპისთვის „ინტელექტიკა“ წარმოადგენს 4 კომპანიას:

  • MatriX – ონლაინ აკადემია
  • Intelshop – ციფრული ჭკვიანი პროდუქტები
  • LandingPay.Ge – სარეკლამო სააგენტო
  • iConnect – სოციალური ქსელი

მაგრამ რამდენიმე წლის წინ ასე არ იყო. „ინტელექტიკა“ იყო სახლში შექმნილი, პატარა პროექტი, რომელიც ატარებდა ტრენინგებს.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ხაზი წარმოადგენს ბიზნეს-კონსალტინგს, ანუ მოქმედ და დამწყებ ბიზნესმენებს ვეხმარებით ავტომატიზებული გაყიდვების სისტემების შექმნაში. შესაბამისად, ჩვენი და ჩვენი კლიენტების საქმიანობების 99% ინტერნეტშია და წლების მანძილზე, ვებ-დეველოპმენტის მომსახურება სანთლით საძებარი იყო, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი კლიენტებისთვის. ბაზარზე გამეფებულმა არაპროფესიონალიზმმა და აქედან გამომდინარე, მიღებულმა თავის ტკივილმა, იმდენად შეგვაწუხა, რომ გადავწყვიტეთ თავად შეგვექმნა ვებ-სტუდია და შევქმენით LandingPay.Ge. 

პირველი რამდენიმე თვე მართლაც ვებ-სტუდიის მიმართულებით ვიმუშავეთ, მაგრამ ძალიან მალე დავინახეთ, რომ მოჩვენებითი კონკურენციის მიუხედავად, ბაზარი აბსოლუტურად თავისუფალია და გადავწყვიტეთ Digital სააგენტოს ნიშაში შევსულიყავით. 

მთავარ მიმართულებად კი Performance Marketing-ი ავირჩიეთ.

Performance Marketing-ი მსოფლიოში უკვე ძალზე გავრცელებული და ეფექტური მოდელია, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება… მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ ჩვენ გარდა, ასე ფართოდ არავინ იყენებს მას.

რა არის Performance Marketing-ი?

________

Performance Marketing – ეს არის მარკეტინგული აქტივობებისაგან შემდგარი სისტემა, რომელიც ორიენტირებულია, გამჭოლი ანალიტიკის მეშვეობით, კონკრეტული და გაზომვადი შედეგი დაუდოს ბიზნესს. 

ჰოდა, მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ასე შეიქმნა LandingPay.Ge

ჩვენი გუნდი

________

გიორგი თვალაძე

საკვანძო კომპეტენცია: სტრატეგიული მენეჯმენტი

  • კომპანია „Landingpay.ge”-ის დამფუძნებელი
  • კომპანია „ინტელექტიკა”-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
  • კომპანია „მატრიქსი”-ს დამფუძნებელი
  • კომპანია „Intelshop”-ის დამფუძნებელი

გურამ თავხელიძე

საკვანძო კომპეტენცია: სისტემური მენეჯმენტი

  • კომპანია „Landingpay.ge”-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
  • კომპანია „მატრიქსი”-ს გენერალური დირექტორი
  • კომპანია „მატრიქსი”-ს გენერალური დირექტორი
  • კომპანია „მატრიქსი”-ს გენერალური დირექტორი

გიორგი ნადარეიშვილი

საკვანძო კომპეტენცია: ტექნიკური მენეჯმენტი

  • კომპანია „Landingpay.ge”-ის თანადამფუძნებელი და მთავარი დეველოპერი
  • კომპანია „კერკეტი”-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
  • კომპანია „მატრიქსი”-ს გენერალური დირექტორი
  • კომპანია „მატრიქსი”-ს გენერალური დირექტორი

ჩვენი ფასეულობები:

________

  • მომხმარებელი. ნება მოგვეცით გავხდეთ თქვენი გუნდის წევრები და ვიზრუნოთ თქვენს შედეგებზე.
  • გუნდი. ჩვენ ძალიან რთულად აგვყავს კადრები და ადვილად ვათავისუფლებთ, რადგან ორიენტირებული ვართ უმაღლესი ხარისხის პროფესიონალებზე.
  • სისტემურობა. დღეს, რაც მესაკუთრეს აცდენს დიდი ფულის კეთებისგან, უნდა შეასრულოს სისტემამ.
  • ინოვაციურობა. დღეს უკვე ყველაფერი სინათლის სისწრაფით ვითარდება [განსაკუთრებით მარკეტინგში]. ჩვენ ან თავად ვქმნით ტრენდებს, ან პირველები ვიგებთ სიახლეების შესახებ, რადგან პირდაპირი ურთიერთობა გვაქვს პირველ წყაროსთან და რასაც ქვია პულსზე გვიდევს ხელი.

ჩვენი მისია

________

ჩვენი მისიაა – მოვამარაგოთ ბიზნესი უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტებით. დავეხმაროთ ბიზნესის მესაკუთრეებსა და ხელმძღვანელებს თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტების მართვისა და დანერგვის შესწავლაში და Performance Marketing-ის დანერგვის გზით, ხელი შევუწყოთ მათ გაყიდვების გაზრდასა და მომხმარებელზე ორიენტირებულობაში.

BIG IDEA:

________

თითოეული მარკეტინგული ინსტრუმენტი – ვებ-გვერდით დაწყებული, სავიზიტო ბარათით დამთავრებული, – უნდა ყიდიდეს და ყოველი შეხების ციკლის ბოლოს, კვალს უნდა ტოვებდეს გაზომვადი მონაცემების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში – არაპროფესიონალმა იმუშავა.

P.S. ასე რომ, თუ მოქმედი ან დამწყები ბიზნესმენი ხართ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და ყურადღებით გვადევნეთ თვალი, რადგან აქ თქვენ ბევრი ძალიან საინტერესო და რაც მთავარია სასარგებლო სიახლე გელოდებათ.

გიორგი თვალაძე - LANDINGPAY.GE-ს დამფუძნებელი